სერგი კაპანაძე - რამდენად ეყოფა ჭკუა პუტინს, რომ ასეთი გიჟური გეოპოლიტიკური ამბიციები შეანელოს, ამას ყველანი ვნახავთ

დასავლეთის გზავნილები ძალიან მკაფიოა, რამდენად ეყოფა ჭკუა პუტინს, რომ ასეთი გიჟური გეოპოლიტიკური ამბიციები შეანელოს, ამას ყველანი ვნახავთ,  - ამის შესახებ Front News-ს ”საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS"-ის დამფუძნებელმა  სერგი კაპანაძემ  განუცხადა. 

კაპანაძის თქმით, იქნება თუ არა ომი, ეს დამოკიდებულია,  რამდენად გაიმარჯვებს რაციონალიზმი.  

"პუტინმა თავისი განზრახვა ნათლად თქვა, ახლა მთელი მსოფლიო ელოდება, რომ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, მათ შორის, სავარაუდოდ, შეეცდება, უკრაინაში  ხელისუფლება შეცვალოს. ბრიტანელებმაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია, რომ რუსეთს კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ დასვას თავისის მარტიონეტული მთავრობა კიევში. შესაბამისად,  აქედან გამომდინარეა დასავლეთის რეაქცია, რომ იმდენად გაუზარდოს ფასი პუტინს, რომ მას აღარ უღირდეს ამ სიგიჟის გაკეთება. დღეს ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაც ამას შეეხება ეს გზავნილების ძალიან მკაფიოა,

რამდენად ეყოფა ჭკუა  პუტინს, რომ ასეთი გიჟური გეოპოლიტიკური ამბიციები შეანელოს, ამას ყველანი ვნახავთ. 

საბოლოო ჯამში, ომი იქნება თუ არა, დამოკიდებულია რამდენად გაიმარჯვებს რაციონალიზმი. რადგანაც საქმე გვაქვს დიქტატორთან, რომელიც თავისი ილუზიებიდან გამომდინარე უყურებს მსოფლიოს და თავისი შიშებიდან გამომდინარე მართავს, ძნელია ვივარაუდოთ, რა მოიმოქმედებს ის, თუმცა ყველაფერი მიუთითებს,  რომ პუტინი ამაზე აპირებს წასვლას", - განაცხადა კაპანაძემ. 

კითხვაზე,  რამდენად ჰგავს უკრაინის მიმართ შექმნილი სიტუაცია 2008 წლის საქართველოს ვითარებას,  კაპანაძე აცხადებს, რომ ეს სიტუაცია  უფრო გასული საუკუნის 30 -იანი წლების ვითარებას გავს. 

"არა მარტო 2008 წელთან არის შედარება, არამედ გასული საუკუნის 30-იან წლებთან,  როდესაც ჰიტლერი იწყებდა  ევროპის დაპყრობას.  განზრახვებს რაც შეეხება,  ნამდვილად იგივეა, რაც 2008-ში, ევროპის უსაფრთხოებაზე ვეტოს უფლების მოპოვება და ევროპისა და დასავლეთის კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია", - განაცხადა კაპანაძემ. 

მისი თქმით, 2008 წელს  საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა, რადგან მაშინ დასავლეთი ნაკლებად ელოდა სამხედრო აგრესიას. 

"დღეს დასავლეთი გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე 2008 წელს, როდესაც დასავლეთი არ ელოდა, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში ძველი მეთოდებით გააგრძელებდა აგრესიას", - განაცხადა კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები