რამდენიმე ოპოზიციური პარტია უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, მათ შორის ნათქვამია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით.

ამასთან, განცხადება მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება; მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.

განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით“.

"საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები