ირაკლი ზარქუა - პატივს ვცემთ ევროპარლამენტარებს, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ, დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით

ევროპარლამენტარები დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით, თუ აქვთ, თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია, ამას ნუ გამოიყენებენ და ამით სახელმწიფოს ჩრდილს ნუ მიაყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროპარლამენტარების გაუქმებული ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს. შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს. 

მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები