შალვა პაპუაშვილი - ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე, სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ყველა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. 

"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, ყველა ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესებში და მთლიანად რეგიონის ინტერესებში. აქ მნიშნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იყოს დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები