ლევან მესხორაძე - საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია უკრაინის თემის მიმართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც იქ ვიყოთ

რაც ახლა უკრაინაში ხდება,  ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს საქართველოს ბრძოლაცაა, - ამის შესახებ  Front News-ს "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ განუცხადა.  

რუსეთის აგრესიაზე, უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებზე ლევან მესხორაძე  Front News-ს ესაუბრა. 

- რუსეთი ცდილობს ხელი შეუშალოს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს ევროპული მიმართულებით  განვითარებაში.  ხელშეშლა შეიძლება გამოიხატოს პოლიტიკურ ომში, ზოგჯერ ეს შეიძლება გამოიხატოს ეკონომიკურ ბრძოლაში, 2008 წელს საქართველოსთან მიმართებით  ეს გამოიხატა უშუალოდ ომში. ეს იყო 2008 წლის მარტის ბუქარესტის სამიტის გამოძახილი, სადაც იქნა საქართველოს წარმატება აღიარებული და დაპირება გაცემული, რომ ეს ქვეყანა არის ერთ-ერთი კანდიდატი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ამის შემდეგ სიტუაციის ესკალაცია დაიწყო ძალიან  მალე.  მარტიდანვე უკვე  რუსეთი აძლიერებდა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღებას, სწრაფად აღადგინა  რკინიგზა, შეიტანა მძიმე ტექნიკა  აფხაზეთში, დაიწყო წვრთნები ცხინვალის რეგიონის ჩრდილოეთში. შესაბამისად, დაიწყო მზადება საქართველოში შეჭრისთვის, რაც უკვე აგვისტოში  "დაგვირგვინდა". 

- მიუხედავად ამისა, საქართველოს დიდი ძალისხმევა დაჭირდა, დაემტკიცებინა, რომ ომი თავად არ დაუწყია, მათ შორის ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ძალები მას ომის დაწყებაში ადანაშაულებდნენ.  რა შეიცვალა მას შემდეგ? 

- საქართველომ შეეძლო დაესაბუთებინა, რომ სამხედრო აგრესია რუსეთმა განახორციელა. ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს  2021 წლის 21 იანვრის  გადაწყვეტილება საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ".  ამ  გადაწყვეტილებამდე რუსეთი ყველა პლატფორმაზე აცხადებდა,  რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის შიდა პრობლემა, რუსეთი კი არის მომრიგებელი არბიტრი. ამაზე იდგა რუსული პოლიტიკა საქართველოსთნ დაკავშირებით, ეს პოლიტიკა დაინგრა. ჩვენ ეს  გადავლახეთ, ეს არის მნიშვნელოვანი ხაზი ამ გადაწყვეტილების.  ამასთან რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომლის აღსრულების პროცესი ახლა მიმდინარეობს. მათ შორის,  რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები დევნილების დასაბრუნებლად. აღსრულების ნაწილში სამუშაო ბევრია, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ამას სწრაფად გააკეთებს. რეალური მუშაობის შედეგად შესაძლოა, გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით დადგეს.  

თუმცა ამ გადაწყვეტილების გარეშეც,  2008-შიც ნათელი იყო ის პროცესები,  რაც განვითარდა და ეს შეაფასა კიდევ საერთაშორისო საზოგადოებამ, რაც შემდგომ განმტკიცდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი არ იღებს,  არამედ გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე. 

რუსეთის საჯარო განცხადებები, შემდეგ ყირიმის მოვლენები,  ვფიქრობ,  კიდევ ერთხელ იყო  საჯარო დასტური იმისა, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე 2008 წლის აგვისტოში. საერთაშორისო საზოგადოებისათვის თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა, უკვე ეს კითხვის ნიშანიც გაქრა.

- რაც ხდება ახლა უკრაინასთან მიმართებით, რამდენად არის გაგრძელება იმ პროცესის,  რაც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით ჩაიდინა? 

- დიახ, ახლა იგივე ხდება  რეალურად უკრაინაში, ფორმები და მასშტაბებია სხვა, თორემ შინაარსი იგივეა. აგრესიის არსი არის ის, რომ შეაჩეროს ამ ქვეყნების წინსვლა, დემოკრატიის განვითარება, ამას აღწევს ამ გზით ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარით, სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვეუბნებოდით კიდეც საერთაშორისო საზოგადოებას, - ასეთი მუქარის დროს რუსეთის მიმართ პასუხი უნდა იყოს მკაცრი და შეურიგებელი.  ასეთ დროს კომპრომისი, პირიქით, აძლიერებს რუსეთის აგრესიას  პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპაში ინტეგრაციისთვის. ეს არის პროცესი საბჭოთა კავშირიდან საბოლოო გასვლის და საბჭოთა კავშირთან დამშვიდობების, რაც მოახერხა ბარტიისპირეთმა და შეძლო ამ  "მოჯადოებული წრიდან" გასვლა, ჩვენ კვლავ ამ პროცესში ვართ.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა,  რაც უკრაინაში ხდება. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, შეიძლება ითქვას. რადგან საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია უკრაინის თემის მიმართ,  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც იქ ვიყოთ. იგივე ინტერესები გვაქვს და ჩვენს მიმართაც იგივე მხარდაჭერის და დაცულობის დემონსტრირება მოხდეს.  რაც ახლა უკრაინაში ხდება,  ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა, ეს საქართველოს ბრძოლაცაა. 

- რამდენად არის გაცნობიერებული, რომ ეს საერთო ბრძოლაა და რამდენად არის საქართველო ჩართული ამ საკითხში?

- ეს ინდივიდუალური შეფასების საკითხია, ქართული სახელმწიფოს  ოფიციალური პოლიტიკა, საბედნიეროდ,  არის ის,  რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ხალხის მიერ არაერთხელ გაეკთებულ არჩევანს, ეს არჩევანი არის ევროპასთან ინტეგრაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. 

უბრალოდ,  საუბარია იმაზე, ის პოლიტიკა,  რომელსაც ირჩევს ქვეყანა, რამდენად მაქსიმუმია იმისა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ვფიქრობ, ხელისუფლების სხვადასხვა შტომ აქტიურად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე, რადგან იქ არა მხოლოდ უკრაინის ბედი წყდება, არამედ საქართველოს.  ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს.  

- რა ისწავლა 2008 წლის საქართველოს გაკევთილიდან დასავლეთმა და რუსეთმა? 

 - ამ მოვლენებმაც დაადასტურა, რომ საჭიროა უფრო სწრაფი  და უფრო მეტად შეურიგებელი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ.

საერთაშორისო საზოგადოების ასეთი მასშტაბის უკურეაქცია  არ იყო 2008 წელს.  გამართლდა, რასაც მაშინ ქართული სახელმწიფო აცხადებდა და ეს უკვე ნათელია დასავლეთისთვის, რომ რუსეთთან მიმართებით  უფრო მკაცრი და ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები