შსს - გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა, არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ძალადობენ ფიზიკურად პოლიციელები სმენდაქვეითებულ 18 წლის ახალგაზრდაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
21 წუთის 6 წამის წინ