განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იმერეთის რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი ქმედების შესანიღბად, 2022 წლის 21 იანვარს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განხორციელეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 27 540 კოლოფი უაქიციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 121 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
6 საათის 38 წუთის წინ