მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება

ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე აცხადებს, რომ მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა უტარდება.

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი.

"ბავშვი ჯანმრთელად არის, უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დღეს დასრულდება. ჩართულია ჟესტური ენის თარჯიმანი, ანუ კომუნიკაციის პრობლემა ყველგან მოგვარებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. დაკავებული არიან პოლიციელები, რომლებმაც იძალადეს და მივყვებით ბოლომდე ამ პროცესს. ჩვენი სურვილია, რომ ადეკვატური იყოს სასჯელი ამ ადამიანების მიმართ, მათ თუ ეწოდებათ საერთოდ ადამიანები. უფლებამოსილების გადამეტებაზე მიდის გამოძიება, ჩვენ რასაც ვხედავთ. ეს არის ძალიან დიდი აღშფოთების მიზეზი ყრუ და სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაში და ძალიან დიდი ემოციური ფონია. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ადამიანებს. მოგეხსენებათ, რომ გარემო სრულად არ არის ადაპტირებული, ანუ ინფორმაციის მიღება უჭირს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს.

ცნობიერების ამაღლების კუთხით, არაერთი ტრენინგია ჩატარებული და მნიშვნელოვანი საკითხებიც არის გადაჭრილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდმივად სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ საჯარო დაწესებულებებში და სხვადსხვა ინსტიტუციებში იცვლებიან შესაბამისად პასუხისმგებელი პირები. მე არ ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად ვინმე აკეთებს“, – განაცხადა მაია მეტონიძემ.

თბილისში, ისნის მეტროსადგურში პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდართან დაკავშირებით ორი პოლიციელია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები