ანდრეი პლენკოვი - ხორვატიის მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვმა ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

საუბარია მილანოვიჩის განცხადებაზე, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. ასევე, ხორვატიის პრეზიდენტმა უკრაინას კორუმპირებული ქვეყანა უწოდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – წერს ანდრეი პლენკოვი „ტვიტერზე“.

მსგავსი სიახლეები