რეზო ხარაზი - ამ გაღატაკებულ ქალაქში, უფუნქციო საკრებულოს ჰყავს წევრები, რომლებიც ოფიციალურად ბათუმელების ხარჯზე არიან მილიონერები

ბათუმის უფუნქციო საკრებულოს ჰყავს  წევრები, რომლებიც ოფიციალურად ბათუმელების ხარჯზე არიან მილიონერები,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რეზო ხარაზმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს წევრის ლევან დოლიძის კომპანიები ტენდერებს უკონკურენტოდ იგებენ.  

"შპს ბონდი და შპს მონოლოთი ეკუთვნის ბათუმის საკრებულოს წევრს ლევან დოლიძეს, ამ ორ კომპანიაზე 2021 წლიდან დღეის მდგომარეობით 25 მილიონ ლარზე მეტი არის ბათუმის ბიუჯეტიდან გადახდილი.  ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გაღატაკებულ ქალაქში, უფუნქციო საკრებულოს ჰყავს წევრები, რომლებიც ოფიციალურად ბათუმელების ხარჯზე არიან მილიონერები. ამიტომ არ დადის "ქართული ოცნება" დღეს საკრებულოში და იცილებს პასუხისმგებლობას ხალხთან ურთიერთობაზე. ხშირად ერთპიროვნულად იღებს ტენდერებს ამ ტენდერების მიღებას აგრძელებს 2022 წელსაც. გრძელდება კორუფციული გზით ხარჯვა ბათუმის ბიუჯეტის", - განაცხადა რევაზ ხარაზმა.

მისი თქმითვე, ოპოზიცია ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საკრებულოს შეკრებას ითხოვს.

ხარაზის განცხადებით, კორუფციულ ფაქტებზე შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

უახლესი ამბები