ბათუ ქუთელია - ამ სამხედრო ავანტიურიდან შედეგის გარეშე უკან დახევა ძნელად წარმომიდგენია

პუტინი თავისივე სტრატეგიის მახეში აღმოჩნდა, ბოლო დღეების განვითარებით,  შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო აგრესიის ალბათობამ იკლო, თუმცა საფრთხე არ გამქრალა,  -  ამის შესახებ Front News-ს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,  პარტია "დროას" წევრმა  ბათუ ქუთელიამ განუცხადა. 

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიზეზებზე, ომის საფრთხესა და საქართველოს პოზიციაზე ბათუ ქუთელია Front News-ს ესაუბრა. 

- უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შესაკავებლად დასავლეთმა დიდი პოლიტიკური,  დიპლომატიური და სამხედრო რესურსი ჩადო.  მათ შორის,  ბოლო დღეებში ნატოს მიერ თავის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო კონტიგენტის მობილიზება, რამაც, წესით, უნდა იმუშაოს,  როგორც შემაკავებელმა ფაქტორმა. თუმცა, ძნელია რაციონალური ვეძებოთ რუსეთის ქცევაში, რადგან პუტინს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს. მთავარი,  რის მიღწევასაც პუტინი ცდილობდა, ეს არ გამოუვიდა. მისი მიზანი იყო დასავლეთში პოზიციებისა და ერთიანობის გაყოფა,  მეორე ის,  რომ უკრაინის სახელმწიფო შიგნიდან ჩამოეშალა. ჯერჯერობით,  ამის ნიშნებიც არ არის.  როდესაც რუსეთი ვერ აღწევს ხოლმე თავის მიზანს, შემდეგ რჩება სამხედრო გზით მოქმედება. ჩვენ ეს 2008 წელსაც ვნახეთ, ჯერ იყო სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგო, რაც დაგვიწესა, შიდა პროცესებში ჩაერია და შემდეგ უკვე სამხედრო ქმედებაზე გადავიდა. ამდენად, ამ ეტაპზე სამხედრო ესკალაციის საფრთხე არ გამქრალა, პირიქით, არის მოლოდინი და  ამ მიმართულებით რამდენიმე სცენარს განიხილავენ.

იმისთვის, რომ ამ მესამე კომპონენტის - სამხედრო აგრესიის ცდუნება არ დაუშვას,  დასავლეთი აიარაღებს უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით. ამის გათვალისწინებით, ბოლო დღეების განვითარებით შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო აგრესიის ალბათობამ დაიკლო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. 

-  თუ არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს?

- უკან დახევას თავისი სირთულეები აქვს პუტინისთვისაც, ის ამ პროცესს არ უყურებს მხოლოდ როგორც სამხედრო, ან გეოპოლიტიკურ ავანტიურას. ის რუსეთის სახელმწიფოსათვის თავის ისტორიულ როლს წარმოაჩენს,  რომ ის უნდა იყოს ადამიანი,  ვინც აღადგენს რუსეთის დიდებას, შემოიერთებს  მიწებს, გააძლიერებს  სახელმწიფოს და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ სამხედრო ავანტიურიდან შედეგის გარეშე უკან დახევა ძნელად წარმომიდგენია. 

- "პროგრამა მინიმუმი" ხომ არ იქნება  ცალკეული რეგიონების ოკუპაცია? 

- სამ სამხედრო ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ჩრდილოეთი და ცენტრალური მიმართულებაა ძნელი განსახორციელებელი და ფართმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მოითხოვს. დღევანდელი მოცემულობით და ძალთა ბალანსით  რუსეთს  გაუჭირდება, ალბათ, ამის გაკეთება, უფრო რეალისტური, თუ კი გადაწყვეტს და ეს ამ დღეებში გამოჩნდება, არის სამხრეთის მიმართულება, მარიოპოლი და აზოვის ზღვის ნაწილი მაინც ჩაკეტოს და ყირიმის პრობლემა მოაგვაროს, იმიტომ რომ ყირიმი რაღაც ჰაერში გამოკიდებული დარჩა და ტექნიკურად, ლოჯისტიკურად და სხვა ფორმით კომუნიკაცია გართულებული აქვთ. ალბათ,  შემდეგ პლაცდარმს შექმნის სხვა შემდეგი აგრესიისთვის, თუკი ეს გაუვიდა რუსეთს. 

პუტინი თავისივე სტრატეგიის მახეში აღმოჩნდა, ამ სტრატეგიის შესახებ მან 2007 წელს  მიუნხენის კონფერენციაზე,  ცნობილ გამოსვლაში განაცხადა და შემდეგ ეს თანმიმდევრულად განახორციელა, დაიწყო საქართველოში შემოჭრით, შემდეგ უკრაინის ანექსია და კიდევ ბევრი სხვა ამბები და ახლა მივიდა კულმინაციამდე. ამიტომ,  იმდენად არაორდინალური სიტუაციაა პროგნოზების კეთება რთულია, შეგვიძლია, უბრალოდ ალბათობები დავთვალოთ. 
 
- რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, რამდენად არის საქართველოს ბედი გადაბმული უკრაინასთან და როგორ უნდა პოზიციონირებდეს საქართველო ამ სიტუაციაში?

- ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, ეს არის დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროს პრობლემა რუსეთთან.  შესაბამისად,  ჩვენ თავს მოვიაზრებთ თავისუფალი სამყაროს ნაწილად. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დემოკრატიულ ფასეულობებზე ვცდილობთ  სახელმწიფოს აშენებას, ამიტომ ჩვენც, ქართველი ხალხი  ამ ბრძოლაში ვართ უკრაინელებთან და ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროსთან. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ჩვენთან, არ არის იქ, სადაც ჩვენ გვინდა რომ იყოს,  უფრო რუსეთის ინტერესებზეა მორგებული და უფრო რუსეთის მაამებლური პოლიტიკა აქვს არჩეული.

ამასაც თავისი ახსნა აქვს, ისინი თავის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში აცხადებენ, რომ რუსეთია არგაღიზიანება, რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტიდან საქართველოს ამოგდება მათი ერთ-ერთი ამოცანა იყო და რუსეთს უყურებენ, როგორც საშუალებას აქ თავისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. 

"ქართული ოცნების" ინტერესები ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით არ შეესაბამება იმას, რაც რეალურად ქართულ სახელმწიფოს ჭირდება, რომ იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ზედმეტი აქტიურობით არ უნდათ საქართველოს რუსეთის აგრესიაში გახვევა. ამ დროს პირიქით არის, სისუსტე და პოზიციის არარსებობა იწვვევს სწორედ რუსეთის მხრიდან აგრესიას.  ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი აქვს ისტორიას.  ამიტომ ეს  პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, ყველანაირი ლოგიკით, შეცდომაა. თუმცა,  ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ,  ჩვენს თავს თავისუფალი სამყაროს ნაწილად მივიჩნევთ და სოლიდარობას ვუცხადებთ და აქტიურად უნდა ვუცხადებდეთ უკრაინელებს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა. 

- რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმით, თუ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება დაიწყო, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და სამეგრელოში, მათ შორის ფოთის პორტში სამხედრო რეიდებს აპირებს?

- ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს, ზოგადად,  საქართველო ერთ-ერთი სამიზნე არის რუსეთის, ბუნებრივია, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და პირიქით, როდესაც საქართველოში შემოიჭრა,  მაშინაც ვამბობდით, რომ შემდეგი სამიზნე უკრაინაა. პუტინი არის ჩვეულებრივი აგრესორი და იქ,  სადაც ადვილად შეუძლია წარმატებების მიღწევა, ის ამას აკეთებს.  თუმცა,  დღევანდელი  სიტუაციის შეფასებით,  მაინც მთავარი აქცენტი უკრაინაზე აქვს.  უკრაინა არის ქვაკუთხედი პუტინის იდეოლოგიის, თუმცა პროვოკაციები ჩვენი მიმართულებითაც არ გამოირიცხება.

ეს სცენარები დამუშავებული უნდა ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას, ასევე საპასუხო ქმედებები - გათვლილი. ასევე ამ თემებზე ნალაპარაკები უნდა გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან, -  ასეთი შესაძლო სცენარის განვითარების შემთხვევაში რა ნაბიჯებს დგამენ ჩვენი პარტნიორები და ასევე საჭირო არის კომუნიკაცია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომ ვიცოდეთ,  რას აკეთებს ხელისუფლება ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად. 

-  რადამ მიიღო მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ მოხდეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრა, ამის შესახებ რას იტყვით?

- თარიღზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია იმდენად არაორდინალური არის, რომ მნიშვნელოვანი იქნება დაჩქარებული ტემპით ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღება, ამის ტექნიკური სამართლებრივი  მექანიზმები არსებობს,  ამას ჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები დადგეს დღის წესრიგში, ამას  სჭირდება აქტივობა.  უკრაინა აქტიურობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან,  სამწუხაროდ,  ასეთ აქტიურობას ვერ ვხედავთ. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები