ხელისუფლება და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე შეთანხმდნენ

შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დღეს დარეგისტრირდება და ის უნდა მივიღოთ საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე, - ამის შესახებ "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ტექსტი გახარიას ჯგუფმა დაარეგისტრა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, მმართველი ძალა გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას და დღეს საკუთარი ტექსტი წარმოადგინა, რის შემდეგაც  მოხერხდა ერთიანი პოზიციის შეჯერება. 

"ტექსტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია, ბოლო ვერსია ერთი საათის განმავლობაში მოწოდებული იქნება ჩვენთვის, შევთანხმდით,  რომ პროექტი დღეს დარეგისტრირდება და რეზოლუცია  უნდა მივიღოთ საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველო მსოფლიოს წინაშე წარსდგეს ერთიანი პოზიციით. 

"მთავარი მიზანია, რომ მთელმა მსოფლიომ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ, და პირველ რიგში უკრაინამ დაინახოს, რომ საქართველო არის ერთიანი ამ მხარდაჭერაში. გვჭირდება, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე", - განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები