ოკუპანტებმა მეჯვრისხევში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე თეთრი ნიშნულები დაამაგრეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ მეჯვრისხევში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე თეთრი ნიშნულები დაამაგრეს. 

ადგილობრივების თქმით, ოკუპირებულ ნაწილში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სასაფლაოები, სარწყავი არხის სათავე ნაგებობა და საძოვრები მოყვა. ოკუპანტები სოფელში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

მათივე თქმით,  ხელისუფლებიდან არავინ ეხმიანებათ და თავს დაუცველად გრძნობენ.

ადგილზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.  დავით ქაცარავას თქმით, "ქართული ოცნება" აგრძელებს რუსეთის არგაღაზიანების პოლიტიკას. 

"მეჯვრისხევის, კირბალის,  ბერშუეთის ნაწილი და კიდევ რამდენიმე სოფელი ყვება ამ ახალი გეგმის მიხედვით ოკუპაციის ახალი ხაზის შიგნით.  ხელისუფლებიდან  რეაგირებას ვერ ვხედავთ. თუმცა ტრაბახობს, რომ არის ერთადერთი მთავრობა,  რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

სუს-ში აცხადებს, რომ  ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები