რატი იონათამიშვილი - "ნაცმოძრაობის" პოლიტიკის შედეგი ვიცით - ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს, კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუციაც, რომელსაც 10 წელი უმალავდნენ ხალხს

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ჩვენი ოპონენტების ლუსტრაცია - ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, ჩვენ კი დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს. 

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, თითოეული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების და რეგიონში მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. 

"უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ჩვენი ოპონენტების ლუსტრაცია - ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, ჩვენ კი დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კერძოდ: 1. ჩვენ ყველა ნაბიჯს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ვდგამთ! 2. ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგი ვიცით - მათ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს. ასევე, კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუციაც, რომელსაც 10 წელი უმალავდნენ ხალხს და რომლითაც ომის დაწყებაში დაადანაშაულეს ქართული სამხედრო ძალები! 3. ჩვენი პოლიტიკა განსხვავებულია - ზუსტად ვიცით რას და რატომ ვაკეთებთ! ჩვენი თითოეული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების და რეგიონში მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. 4. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტელევიზიების ნარატივს რეზოლუციასთან დაკავშირებით - ყველა ადამიანს აქვს უფლება ამ პროვოკაციული, უპრიმიტიულესი და მხოლოდ მტრისთვის სასარგებლო ნარატივის გავლენის ქვეშ იყოს! 5. დაბოლოს, რადგან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ელენე ხოშტარია ყველაზე მეტად ,,აღაშფოთა’’ რეზოლუციის ტექსტმა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძალიან სწორი გზით მივდივართ და პროვოკაციული რიტორიკის წამოწევის და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანის შესახებ დავალება სწორედ რუსეთიდან მოდის“ - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები