თინა ბოკუჩავა - არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთი რეზოლუციიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ გაქრა

ჩვენ არ გამოვრიცხავთ,  რომ სიტყვა რუსეთი რეზოლუციიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემდეგ გაქრა,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა  თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ოპოზიცია არასწორად დაადანაშაულა პროვოკაციული და აგრესიული ტერმინოლოგიის გამოყენებაში, რაც სრული აბსურდია და მათ მხოლოდ საერთაშორისოდ მიღებული ტერმინოლოგიის გამოყენება შესთავაზეს მმართველ ძალას. 

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ,  რომ სიტყვა რუსეთი რეზოლუციიდან პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შედეგ გაქრა. "ქართულ ოცნებაში" არავის გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გააჩნია.  ისინი თავს ვალდებულად თვლიან,  რომ ნებისმიერ დირექტივას დაყვნენ, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილისგან მიიღებენ. სხვაგავარად, უბრალოდ მიჭირს ავხსნა, რომ  ტექსტის გაუარესება მოხდა მათ მხრიდან, არა თუ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ჩვენ  მივეცით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

მისი თქმით, დოკუმენტში მნიშვნელოვანი საკითხების ჩაწერილს გარეშე, ის ფარატინა ფურცლად დარჩება.

"საქართველოსა და უკრაინის ბედი გადაჯაჭვულია ერთმანეთს ჩვენი უსაფრთხოების საკითხში, ამის ხაზგასმაა საჭირო, რომ  ამ დოკუმენტს შინაარსი უნდა ქონდეს, სხვაგვარად ეს არის ფარატინა ქაღალდი. ის რომ სიტყვა რუსეთის ხსენება ეშინიათ, ეს ძალიან დიდ ძიანს  აყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერსებს, ასევე არ ეხმარება უკრაინას. 

კიდევ ერთი პრინციპული საკითხი,  რომელიც ჩვენ დავაყენეთ ეს იყო სიტყვა ოკუპაციის ხსენება, ისევე როგორც ანექსიის,  ყირიმის კონტექსტში, რადგან  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ით ოკუპირებულია იმ სახელმწიფოს მიერ,  რომელიც ახდენს, უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიების  ოკუპაციას ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები