იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არჩევას გაუწია რეკომენდაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დასრულდა.

კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია.

კომიტეტის წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ორივე კანდიდატს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებს  კომიტეტის წევრებმა  რეკომენდაცია არ გაუწიეს.

საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

გასული წლის დეკემბერში პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

უახლესი ამბები