სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებიან

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები  ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური დევნილთა დამცველის ჯგუფის წარმომადგენელს, იურისტს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს  ხვდება.

დევნილების16 ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე გადაეცა, მათგან 9 ოჯახს  ქვემო ფონიჭალაში 5-სართულიან კორპუსში მისცეს ბინები, 7 ოჯახმა კი თვითონ მოძებნა ფართი, რომელიც შეუძინეს. 

დარჩენილი 120-მდე ოჯახი ბინებით დროულად უზრუნველყოფას და სახელმწიფოსგან კომპენსაციის თანხის გაზრდას მოითხოვს.  

"ორი პირობა გვაქვს თვითონ სახელმწიფომ შეიძინოს და დაგვაკმაყოფილოს ფართებით ან გაიზარდოს კომპესაციის ოდენობა, რომ შევძლოთ ბინების შეძენა"- აცხადებენ დევნილები. 

სანატორიუმ "ქართლში" დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები