ალუდა ღუდუშაური - როგორ უნდა დაკარგო ადამიანმა სახე, ჩემთვის გაუგებარია

ვიწროპარტიული ინტერესი რად უნდა გიღირდეს, როდესაც საუბარია შვილებზე, ოჯახის წევრებზე, ეს მათი სახეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მისი შვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა.

"ასეთი ამაზრზენი და სამარცხვინო რაღაცები როდესაც ხდება, ამით ვერც ირაკლი კობახიძეს, ვერც მის ღირსეულ შვილებს, ვერც თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი ოჯახის წევრს არაფერი დააკლდება. გუშინ იყო მკაფიო გამოხატულება, ამაზრზენი, ყოველგვარი ამორალურობის ერთ-ერთი პიკი. კარგად გვახსოვს ჩვენი ოჯახის წევრებზე, მათ შორის ირაკლის ოჯახზე გაკეთებული არაერთი ცრუ სიუჟეტი. ეს ამორალური და სამარცხვინოა. თუ სადმე ვინმე ერთიანი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ასეთი ფაქტების მიმართ. ამით თავის თავს იკნინებენ ეს ადამიანები. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ შეეცდებოდნენ მაინც და სახეს შეინარჩუნებდნენ. 

როგორ უნდა დაკარგო ადამიანმა სახე, ჩემთვის გაუგებარია. არანაირი პოლიტიკა არ ღირს ამად. ვიწროპარტიული ინტერესი რად უნდა გიღირდეს, როდესაც საუბარია შვილებზე, ოჯახის წევრებზე და მით უმეტეს, მცირეწლოვან შვილებზე. ეს მათი სახეა. ჩვენ ისეთ საქართველოს ავაშენებთ, სადაც ასეთი ამორალური საქციელი, სულ მცირე ან არ მოხდება, ან თუ მოხდება, საკადრისად იქნება დაგმობილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები