ირაკლი ნადირაძე - ღარიბაშვილს რომ მიწა გადასცეს და ხელი მოაწერა თავის ცოლისთვის გადაცემას, ეს მიწის დატაცება არ არის?!

კალაძის დღევანდელი განცხადება არის სრული დემაგოგია,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისის მერს  ორმაგი სტანდარტი აქვს და  უკომპრომისო მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ არის,  ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობებზე კი რეაგირება არ ხდება. 

"დღეს რაც ვნახეთ ორხევში, იგივეს აპირებენ აფრიკაში, ასობით ადამიანია ახლა იქ შეკრებილი. კალაძის დღევანდელი განცხადება არის სრული დემაგოგია. სახელმწიფო მიწებს აღრ დავატაცებინებთო ეს ადამიანი რომ გვეუბნება, ღარიბაშვილს რომ მიწა გადასცეს და ხელი მოაწერა  თავის ცოლისთვის მიწის გადაცემას, ეს მიწის დატაცება არ არის?! მის ნათლიმირონ წულაიას რომ 17 მილიონი ლარის ქონება ერთ ლარად გადაუფორმა მესამე მასივში, ეს სახელმწიფო მიწის დატაცება არ არის? ივანიშვილს რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადასცეს მიწის ნაკვეთები, ეს სახელმწიფო ქონების დატაცება არ არის?

ქოხები დაუნგრიეს ადამიანებს,  დამთავრდა არჩევნები და ეს ხალხი უკვე აღარავის ჭირდება საარჩევნოდ.  ეს სახლები ერთი ღამის განმავლობაში არ აშენებულა, თვეების განმავლობაში დგას ზოგიერთი სახლი, საარჩევნოდ  პირდებოდნენ კიდევ რომ დაუკანონებდნენ, გამოიყეს ეს ხალხი და ახლა არჩევნების შემდეგ სახლებს უნგრევენ", - განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები