თორნიკე შარაშენიძე - ქართული ხელისუფლება შეიძლება ელაპარაკებოდეს კიდეც რუსეთს ენის მოჩლექით, ეს არგაღაზიანების პოლიტიკის ნაწილია

ქართული ხელისუფლება შეიძლება ელაპარაკებოდეს კიდეც რუსეთს ენის მოჩლექით,  ეს არგაღაზიანების პოლიტიკის ნაწილია, - ამის შესახებ   საერთაშორისო ურთერთოების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე "ქართული ოცნების" მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტასთან დაკავშირებით აცხადებს. 

მისი თქმით, უკრაინამაც ისიც, რომ ამ ხელისუფლებას  მეტი არ შეუძლია. 

"ახლახანს წავიკითხე ინფორმაცია, რომ უკრაინის ელჩი მიესალმება  საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას,  უკრაინა ხვდება რომ ჩვენ, ამ მთავრობას  მეტის თავი არ გვაქვს, არ გვთხოვს მაინდამაინც ბევრს" , - განაცხადა  შარაშენიძემ. 

მისი განმარტებით,  საქართველოს  მეტი პრობლემა შიდა პოლიტიკაში აქვს, ვიდრე საგარეოში. 

"ქვეყანას უფრო მეტი პრობლემა შიდა პოლიტიკაში აქვს ვიდრე საგარეოში, ეს ეხება ძალიან ნელ დემოკრატიულ განვითარებაას და ძალიან ნელ ეკონომიკურ ზრდას. ნატოში ინტეგრაციას რაც შეეხება, პრობლემა უფრო იქაა, ვიდრე აქ და ამას ართულებს რუსული ბაზის არსებობა აქ და აშინებს  ძალიან ბევრ ქვეყანას ნატოში"- განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ომი არ იქნება. 

"ჩინეთის პოზიციას რუსეთი ანგარიშს უწევს და  ოლიმპიადას არ ჩაუშხამებს და არ ჩაუშლის, პუტინი ჩადის იქ და ახლა ომი ატეხოს? თუ ომი იქნება, გასაგებია უკრაინას ვერ დააბარალებენ", - განაცხადა შარაშენიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები