ნიკა გვარამია - ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით

მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

გვარამის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, პრობლემური. ჩანს მეხსიერებაში ჩავარდნები და ა.შ. მე არ გავაგრძელებ, ამაზე ექიმები საუბრობენ მუდმივად, რომ მას სჭირდება მკურნალობა არა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს არის მისი წამების ადგილი და მეორე, აქ ის საჭიროებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო საშუალებებს ვგულისხმობ, უბრალოდ არ არის. 

ამიტომ, ეს ადამიანი აქედან უნდა გამოვიდეს და მოხდეს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში რეაბილიტაციის მიზნით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები