თამაზ თამაზაშვილი - აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია, დაიწყოს გამოძიება

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თამაზ თამაზაშვილი მის მიმართ გიორგი სანაიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გავრცელებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

მისივე თქმით,   საქმის დეტალები უკვე ცნობილია და დამნაშავეს, გრიგოლ ხურცილავას მკვლელობის ჩადენა აღიარებული აქვს.

"აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია. ის ვინც ლაპარაკობს [კონსტანტინე ციხისთავი], მე როგორც მახსოვს, ცისკარიშვილის გატაცების ფაქტზე ავიყვანეთ.

დაიწყოს გამოძიება, ის კაცი, ვინც იჯდა „გრეცკო", ყველაფერი აღიარა და ციხე მოიხადა. დაკითხონ ისიც, ყველა დაკითხონ. იმ პერიოდში განცდა არსებობდა, ელენე თევდორაძე ამბობდა, თითქოს რაღაცა კასეტა იყო. სად იყო ის კასეტა ან რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია, ვერ გავიგე, ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო, კარგი ადამიანი“, - განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

გუშინ „ფორმულას“ ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში ყოფილმა პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად პრემიერ-მინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ბაკურაძე, ხოლო მკვლელობის შემსრულებლად კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაასახელა.

უახლესი ამბები