ტყიბულის შახტში დაშავებული 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ტყიბულის მინდელის შახტში დაშავებული 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.  როგორც ხეჩინაშვილის ცენტრში აცხადებენ,  მამაკაცს სხეულის 60 % დამწვარი აქვს, მათ შორის სასუნთქი გზები. 

კლინიკის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით,  8 დაშავებულიდან 3 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

"დღეს კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა 8 პაციენტი, სამი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მოთავსებულები არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან ერთის მდგომარეობა  განსაკუთრებით მძიმეა, 5 მათგანი იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გარდა დამწვრობიებისა, სხვადასხვა ტრამვული დაზიანებები აქვთ" , - განაცხადა  გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში გუშინ, გვიან ღამით მოხდა, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

უახლესი ამბები