სალომე სამადაშვილი პარტია "ლელოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა

სალომე სამადაშვილი დღეიდან პარტია „ლელოს“ წევრი ოფიციალურად გახდა და პარტიის პოლიტიკური მდივანი იქნება. პარტიის ახალი წევრი „ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წარადგინეს.

მათი განმარტებით, სალომე სამადაშვილი პარტიისთვის დიდი შენაძენია.

თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ „ლელოში“ ხედავს საქართველოს წარმატების შანსს.

"პოლიტიკაში ჩვენ გარკვეული ღირებულებებისთვის ვართ – პირველი, ეს ღირებულება ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება, ამიტომ მიმაჩნია მათთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად. მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა. იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება. „ლელო“ არის თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გაქვს, ეს არის წარმატების შექმნა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, „ლელო“ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს  უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებუული და შესაბამისად, ჩვენი ქვეყანაც იყოს წარმატებული. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ დავუკავშირო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“. ჩვენთვის დღეს, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელზეც ქვეყანა დადის უკანასკნელი წლების განმავლობაში და ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ურთიერთგანადგურების რეჟიმშია, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს  მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. ჩვენ ქართველ ხალხს, რომელიც დღეს ელოდება, როგორც უდაბნოში ადამიანი წყალს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, უნდა მივცეთ ახალი პოლიტიკური პერსპექტივა. მე ამ მომავალს ვხედავ „ლელოში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარლამენტში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა-საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები