საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები სვენ მიქსერს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების და  უფრაქციო პარლამენტის წევრები ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდნენ.

"რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების საკითხებს და საგარეო პოლიტიკას.

"ქართული ოცნების“  მხრიდან ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები, რაც მაგალითად, უკავშირდება რეზოლუციას არის ინდიკატორი, რა პრობლემებსაც ვხედავთ ოპოზიცია  „ქართული ოცნების“ მხრიდან.  ასევე, ვისაუბრეთ მართლმსაჯულების რეფორმაზე და ამ მხრივ  არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან.  აღვნიშნეთ, რომ   აუცილებელია არსებობდეს დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორი ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც, რომელიც მაგიდაზე დევს და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს ერთ-ერთი ბერკეტად, რომ ისევ შეუტიოს ოპოზიციას და არა ითანამშრომლოს მასთან ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ბადრი ჯაფარიძე, თინათინ ბოკუჩავა, ჰერმან საბო, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია და ანა ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები