ხატია დეკანოიძე - პოლიციის სამორიგეოში გაყალბდა ის ოქმი, რომელიც უნდა შედგენილიყო ლექსო რაფავას სახლში

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე  წინასაარჩევნოდ,  ხობში პოლიციის მაღალჩინოსნის  მაიორის ლექსო რაფავას დაკავების საქმეზე აცხადებს, რომ არსებობს კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გაყალბებულია და მათ მხარდამჭერ პოლიციის მაიორს იარაღი ჩაუდეს.    

დეკანოიძის თქმით, მათ მოიპოვეს საქმის გაყალბების დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მედიას გადაეცემა ამასთან, ეს კადრები გენერალურ პროკურატურას უკვე გადაეცა. 

"სისხლის სამართლის ისტორიაში წარმოუდგენელი გაყალბების ეს საქმე აჩვენებს ორ რამეს, პირველი - როდესაც ლექსო რაფავას სახლი დაუწიოკეს, და ამ ე. წ.  ჩხრეკაზე ლექსო რაფავას სახლში პოლიციელები უნდა იყვნენ, რეალურად იქ არცერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა და რეალურად იქ პროცესუალური მოქმედებები არ მიმდინარეობს.  ეს კადრი არსებობს მტკიცებულობად, მაგრამ ის სასამართლომ არ ცნო.  საქმის გაყალბების მეორე ვიდეო მტკიცებულებაა - პოლიციის სამორიგეოში გაყალბდა ის ოქმი, რომელიც უნდა შედგენილიყო ლექსო რაფავას სახლში, ანუ, დაკავების ადგილზე", -  აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

როგორც მან განაცხადა, 46-გვერდიანი დასაბუთებული წერილი, რომელსაც დართული აქვს ეს ვიდეო მტკიცებულებები, გადაეცა გენერალურ პროკურორს.

"ამ მტკიცებულებებით საქმის გაშვება სასამართლოში საერთოდ წარმოუდგენელია, როდესაც ადგილზე გვაქვს და სახეზე გვაქვს პოლიციელების დანაშაული", - აღნიშნავს დეკანოიძე.

ლექსო რაფავა ხობში სპეცოპერაციის შედეგად არჩევნებამდე დააკავეს. ენმ-ის განცხადებით, დაკავების მიზეზი რაფასაც პოლიტიკური აქტიურობა იყო, რის გამოც მის წინააღმდეგ არარსებული დანაშაულის საქმე შეთხზეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები