"დროამ" უკრაინაში შეხვედრები დაიწყო

"დროამ" უკრაინაში შეხვედრები დაიწყო

"დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში ჰანა ჰოპკოსა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის (ANTS) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები. საუბარი შეეხო იმასაც, თუ როგორ, რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად.

ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა. 

შეხვედრა საქართელოს მოქალაქეეის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი წარწერით სავსე დროშების ფონზე გადაღებული ფოტოებით დასრულდა. 

დღესვე "დროას“ წარმომადგენლები შეხვდნენ ალექსი გონჩარენკოს, რადაში ევროპის სოლიდარობის პარტიის დეპუტატს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები