ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ერდოღანი „ტვიტერზე“ წერს.

"კოვიდ-19“-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, - წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ერდოღანი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ინფიცირებული იყო და ვირუსი მისგან გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები