"ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

"ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონი ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა ახალ ფორმატში და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელშიც რუსული აგრესიის ფონზე დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და იქმნება ახალი კავშირი, რომელშიც დეპუტატის აზრით, საქართველოსაც აქვს გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა "ქართული ოცნების’’ უმოქმედობა ამ ყველაფერს ხელს შეუშლის.

"საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ახალი შესაძლებლობა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები