პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

"ჩვენი ამოცანაა საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, ხელმძღვანელობა, საფინანსო სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება,  რაც  მთავარ მიზანს წარმოადგენს  და ასევე,  მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკური წინსვლის საფუძველია“,- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. 

ირაკლი კოვზანაძის თქმით,  კომიტეტის სამოქმედო გეგმა, როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობას, ასევე საზედამხედველო ფუნქციებსაც ითვალისწინებს. 2022  წელს კომიტეტის მიერ დაგეგმილია საჯარო ფინანსების ეფექტიანი მართვის და ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, მთავრობასთან ერთად, საკანონმდებლო ინიციატივების იმპლემენტირება და რეფორმების გაგრძელება. 

სამოქმედო გეგმით, ასევე,  გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  და სხვა საფინანსო სტრუქტურების  მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები