ვასო ურუშაძე დავით ნარმანიას კორუფციული სქემის მფარველობაში ადანაშაულებს

"ანტიკორუფციული მოძრაობა“ სემეკის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას კორუფციული სქემის მფარველობაში ადანაშაულებს.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვასო ურუშაძის განცხადებით, დავით ნარმანია არის დანაშაულებრივი კორუფციული სქემის მონაწილე და უჩა მამაცაშვილის თანამზრახველი.

"ანტიკორუფციულმა მოძრაობამ 2022 წლის 21 იანვარს წერილობით მივმართეთ „საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე - დავით ნარმანიას, რომ გაესაჯაროებინათ ან გადმოეცათ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოში იმპორტით ელექტროენერგიის შეძენა - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

დღემდე აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. დღეს, TV ფორმულას ეთერში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება და მათი გასაჯაროების უფლება არ გააჩნიათ.

სინამდვილეში, ელექტროენერგიის იმპორტით შეძენის ხელშეკრულების გასაიდუმლოება ემსახურება ერთ-ერთი არაფორმალური მმართველის უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემის მფარველობას, რომლის მეშვეობითაც ელექტროენერგიის იმპორტის დროს შუამავალი კომპანიების გამოყენებით სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე ხდება მილიონობით ლარის მითვისება.

აღნიშნული ქმედებით, რაც გულისხმობს აშკარა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია არის დანაშაულებრივი კორუფციული სქემის მონაწილე და უჩა მამაცაშვილის თანამზრახველი.

ანტიკორუფციული მოძრაობა საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართავს სასამართლოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყონ ზემოთ მოყვანილი კორუფციული დანაშაულის მოკვლევა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები