პაატა მანჯგალაძე - თუ უმრავლესობა შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს იქნება პოლიტიკური დევნის გაგრძელება

თუ უმრავლესობა შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს  დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს იქნება პოლიტიკური დევნის გაგრძელება, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძე განუცხადა.

მისი თქმით,  იმის გათვალისწინებით, რომ შალვა ნათელაშვილმა  ბოიკოტის შეწყვეტისა და პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება მიიღო, ფორმალური მიზეზით მას უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.

"პარლამენტის წევრს მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნია, ის არის ხალხის წარმომადგენელი და გაუმართლებელია მისთვის ფორმალური მოზეზების გამოყენებით ამ მანდატის ჩამორთმევა. როდესაც "ქართული ოცნება" ახსენებს კონსტიტუციას ან კანონს, უფლებამოსილების შეწყვეტის ნაწილში, ეს არის მხოლოდ საბაბი, სინამდვილეში,  პარლამენტის წევრს პლენარულ სხდომაზე შეუძლია გადაწყვეტილება თავისი შინაგანი შეხედულების შესაბამისად მიიღოს. თუ უმრავლესობა შეუწყვეტს დეპუტატის უფლებამოსილებას შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს, ეს იქნება პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რომელსაც "ქართული ოცნება" სისტემატურად ახორციელებს", - განაცხადა მანჯგალაძემ. 

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მმართველი ძალა მას და კიდევ ორ დეპუტატს ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები