ნინო დოლიძე - ასეთი კვლევის და ნელი ფორმატის დრო სამწუხაროდ, არ გვაქვს, სწრაფადაა საკითხები გადასაწყვეტი

დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, რომელიც “დროას” წევრმა ნინო დოლიძემ დამთავრებამდე დატოვა.

“ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პირადად ჩემი მოლოდინი საკმაოდ მაღალი იყო იმ განაცხადებიდან გამომდინარე, რაც იმთავითვე გააკეთა პრეზიდენტმა, როცა ეს პროცესი დაიწყო. მაშინ “დროა” ამ პროცესს შეუერთდა და ეროვნული თანხმობის იდეას მხარი დაუჭირა, რადგანაც ისეთი საკითხების მოგვარების შესაძლებლობა იდგა, რაც ძალიან მწვავეა. ეს არის შერჩევითი სამართალი, ადამიანის უფლებების დარღვევა და ბევრი სხვა უსამართლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამას დღეს კიდევ ერთი მწვავე საკითხი დაემატა, - ეს არის ეროვნული უსაფრთხოება, რის შესახებაც საზოგადოებრივი თანხმობა უკვე არსებობს -  საქართველოს პოზიცია იმაზე, რომ დღეს ყალიბდება სრულიად ახალი ტიპის ევროპა, ახალი ფორმატები და ჩვენ ამ ყველაფრისგან ვართ მოშორებული, ჩვენი ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს დღეს უმთავრესი საკითხი, რაზეც უნდა ხდებოდეს დისკუსია. ის ფორმატი, რაც დღეს ვნახე, კარგი ფორმატი იქნება განვითარებული ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც კრიზისში არ იმყოფება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის გაცილებით მწვავე საკითხი დგას და მოლოდინი მქონდა, რომ ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტებზე იქნებოდა საუბარი, იმ თემებზე, რაც ჩამოვთვალე.

ქალბატონმა სალომემ შემოგვთავაზა ფორმატი ქალების შეხვედრით და პირველი ჯგუფი არის ქალების ჯგუფი. მისი არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ქალებს აქვთ შემრიგელების როლი და ახსენა კიდეც კრავაი ჯაყელი. ზოგადად, ასეთი დანაწილება, ცალ-ცალკე ქალი და კაცი პოლიტიკოსები, არ მგონია სწორი, რადგანაც ეს ისეთი პროცესია, სადაც ქალები, კაცები, პრეზიდენტი და ხელისუფლება კი არა, თითოეული მოქლაქე განგაშის ზარს უნდა სცემდეს, რადგანაც შესაძლებლობის ფანჯარა რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და უსაფრთოების ახალი ფორმატების მიღმა არ დავრჩეთ. პრეზიდენტმა ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლეს წარსულზე, რათა გავიაზროთ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია. თუმცა, მგონია, რომ ასეთი კვლევის და ნელი ფორმატის დრო სამწუხაროდ, არ გვაქვს. სწრაფადაა საკითხები გადასაწყვეტი”, - აცხადებს ნინო დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები