ალუდა ღუდუშაური - თუ ეს სიმართლეა, ალბათ, უკრაინამ საქმე იმაზე აღძრა, იქ რომ ათრიეს თმებით სააკაშვილი

თუ ეს სიმართლეა, ალბათ,  უკრაინამ საქმე იმაზე აღძრა, იქ რომ ათრიეს თმებით სააკაშვილი, - ამის შესახებ Front News-ს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა და გამოსაძიებელიც არაფერია.

"ნონსესია, არც მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს,  რა განცხადებებიც გაავრცელეს მისმა ადვოკატებმა. თუ ეს სიმართლეა, ალბათ,  უკრაინამ საქმე მასთან დაკავშირებით აღძრა, უკრაინაში თმებით რომ ათრიეს,  გვახსოვს ეს ფაქტი,  სახურავიდან რომ ჩამოათრიეს. გვახსოვს ისიც, ქართველმა სამართალდამცველებმა როგორ დააკავეს სააკაშვილი, ბორკილებდადებულის მიერ  ბოლო ჭიქა არყის გადაკვრა.  სრულიად სხვადასხვა რამეა. აქ გამოსაძიებელი არაფერია, თუ მართლაც უნდა უკრაინას,  რაიმე გამოიძიოს, მე მგონი, უკრაინაში მომხდარი ფაქტი უნდა გამოიძიოს, როცა ცემა-ტყეპით იქნა დაკავებული მოქალაქე სააკაშვილი", - განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ ირღვევა.

"ციხე არსად არ არის დასასვენებელი საკურორტო ადგილი, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულ სააკაშვილს ციხეში დოქტორ დოტს ვერ შევუგზავნით. ნახეთ და დაცვის მხარე მოგცემთ ინფორმაციას, რამდენი ვიზიტორი არის შესული სააკაშვილთან, 3 ცოლი შევიდა და 5 ცოლობის კანდიდატი.  სირცხვილია როდესაც რაიმე უფლებების დარღვევაზე ვსაუბრობთ, ვინ არ დარჩა ვინც მასთან ვიზიტად არ არის ნამყოფი?", -  განაცხადა ღუდუშაურმა. 

რაც შეეხება პირადი ექიმის შესვლის საკითხს, "ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. 

"ზოგადად კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა ნებისმიერი პატიმრის კანონიერი უფლების რეალიზებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. სააკაშვილი, რომელიც სასამართლოზე საუბრობს ყველაფერზე და არ საუბრობს იმაზე, რატომ იქნა მაგალითად ქვეყნის ბიუჯეტი დახარჯული მისი და უგულავას ტანის კორექციაზე. ხედავთ, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა ქონდეს? სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის უფლება იყოს დაცული, მათ შორის სააკაშვილის. ექიმი და მასაჟისტები კი არა, პატიმრებს რა დღეში აგდებდნენ, ჩვენ ეს დრო ჩავაბარეთ წარსულს", - განაცხადა ღუდუშაურმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები