ოპერატორი ილია თვალიაშვილი - 5 ივლისის შემდეგ სათვალის გარეშე ვერ ვხედავ, ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში, სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს

ბატონო მოსამართლევ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი. უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა, – ასე მიმართა საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიაშვილმა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე, სადაც 5-6 ივლისის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ილია თვალიაშვილმა აღნიშნა, აქციის გადაღებისას ნახა, რომ ერთ-ერთი ოპერატორი აქციის მონაწილეებს დაჭერილი ჰყავდათ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"დავინახე, ერთ-ერთი ჩვენი ოპერატორი დაჭერილი იყო და აქეთ-იქით აგდებდნენ. ამ ჩემ მეგობარს მოვკიდე ხელი და გავარიდე. შემდეგ გადავინაცვლეთ ქაშვეთისკენ, მანდ უკვე დაიწყო ჯიკაობა, ხან კამერას მართმევდნენ, ხან „ლაივუს“ ექაჩებოდნენ. არც ერთ მათგან არ ვიცნობ, შეურაცხყოფა მე არ მიმიყენებია. ამ დროს აქციის მონაწილეების ჯგუფმა შემითრია. ძირს დამაგდეს და დაახლოებით 15-მდე ადამიანი გამისწორდა. შეგიძლიათ, ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან – ვიდრე „ლაივუ“ დაზიანდებოდა, ყველა კადრი არის გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ. გონს მოვედი პოლიციის მანქანაში, „რაციაშიც“ მესმოდა წივილ-კივილის ხმა, ჩემი ჟურნალისტი ანა ფაცია კიოდა, მგონი მომიკლეს ჩემი ოპერატორიო. ჩემი მეუღლე ორსულად იყო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოისმენდა, რა დღეში ჩავარდებოდა. მე რომ პოლიციას არ გავეყვანე, დამერწმუნეთ, ისე მომკლავდნენ, ვერც ერთი გაიგებდა ვერაფერს, ისე გამეტებით მირტყამდნენ. ძირს რომ დავვარდი, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და შემდეგ არაფერი მახსოვს საავადმყოფომდე. აქციის მიმდინარეობისას აგრესიით არ გამოირჩეოდნენ, უბრალოდ შემდეგ, როცა „ალტინფოს“ წევრი, სახელი და გვარი არ მახსოვს, სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა კარვების აღება, მაგის მერე რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი“, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

მისივე თქმით, ათი დღის განმავლობაში უსინათლო ადამიანივით უწევდა ცხოვრება და შვიდი თვის შემდეგაც მკურნალობის კურსს გადის.

"როდესაც გამომიშვეს საავადმყოფოდან, რამდენიმე დღე ვიყავი შინ და ისევ ცუდად გავხდი. შემაბრუნეს კლინიკაში. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. სამუშაო სპეციფიკაზე რაღა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ ლაივ-ჩართვა გავაკეთო. ბატონო მოსამართლევ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი. უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა. თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა“, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები