ალუდა ღუდუშაური - ხათუნა სამნიძის კმაყოფილებაზე ვერ ვივლით ჩვენ, გინდა ათი ხათუნა სამნიძე იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ გვაინტერესებს

გინდა ათი ხათუნა სამნიძე იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობა წყვეტს საკითხს, - ამის შესახებ  Front News-ს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თქმითაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის  შესარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატებმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს და ამ პოსტზე კანდიდატის შესარჩევად კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, საკითხი გადაწყვეტილია და ოპოზიციის წარმომადგენელის მოსაზრება არ აინტერესებს. 

"ხათუნა სამნიძე თუ არ არის კმაყოფილი, ეს სერიოზული არგუმენტია,  დაინიშნოს ხელახლა კონკურსი. რა სისულელეა, ხათუნა სამნიძეს კმაყოფილებაზე ვერ ვივლით ჩვენ, გინდა ათი ხათუნა სამნიძე იყოს,  მნიშვნელობა არ აქვს,  ეს არ გვაინტერესებს და მითუმეტეს,  საზოგადოებას არ აინტერესებს. 

დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობა წყვეტს საკითხს, ხათუნა სამნიძეს გვერდს უმშვენებდნენ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და რაიმე უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ", - განაცხადა ღუდუშაურმა. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს. წარდგენილი 2 კანდიდატიდან კომიტეტმა მხარდაჭერა ლელა ჯანაშვილს გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები