ჯეიკ სალივანი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა თუ დაიწყება, სავარაუდოდ, ის დაიწყება საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით

რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის 48 საათში დატოვებისკენ მოუწოდებს. 

ჯეიკ სალივანის განცხადებით, უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა ქვეყანა 24 ან 48 საათში უნდა დატოვოს, რადგან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხე ძალიან მაღალია. 

"ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი ახლა საკმარისად მაღალია. წინდახედულება გვმართებს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა თუ დაიწყება, სავარაუდოდ, ის დაიწყება საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით, რაც გამოიწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას, მათი ეროვნების მიუხედევად. შემდგომი სახმელეთო შეჭრა აშკარად მოიცავს მასიური ძალებით შეტევას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები