ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. 

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მის კანდიდატურას მხარი ფედერალური კრების წევრების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. კერძოდ, მას ხმა კრების 1425 წევრიდან 1045-მა მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა. 66 წლის შტაინმაიერს მხარი სამთავრობო კოალიციაში შემავალმა ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა. შტაინმაიერის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ექიმი გერჰარდ ტრაბერტი („მემარცხენეები“), ეკონომისტი მაქს ოტე („ალტერნატივა გერმანიისთვის“) და ასტროფიზიკოსი შტეფანი გებაუერი („თავისუფალი ამომრჩევლები“).

გერმანიაში პრეზიდენტს ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც ბუნდესტაგის და ბუნდესრატის წევრისგან შედგება. 

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები