სერგო ჩიხლაძე - ეს არის ყველაზე დიდი დამაზიანებელი რამ, რაც შეიძლება ვაქცინაციის კამპანიისათვის ვინმეს გაეკეთებინა

პრემიერმა მოქალაქეებს ფაქტობრივად მოუწოდა, რომ აღარ აიცრან, ეს არის ყველაზე დიდი დამაზიანებელი რამ, რაც შეიძლება ვაქცინაციის კამპანიისათვის ვინმეს  გაეკეთებინა, - ამის შესახებ  Front News-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა. 

პრემიერის ეს განცხადება იმ ფაქტის გადაფარვას ემსახურება, რომ პანდემიის მართვის მხრივ მსოფლიოს ყველაზე ცუდადმართულ ქვეყნებს შორის ვართ. 

"პრემიერმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა, ერთის მხრივ, მოქალაქეებს ფაქტობრივად მოუწოდა, რომ აღარ აიცრან, რომ აცრას აზრი არ აქვს, ბუსტერზე აღარ არის საუბარი საერთოდ, ყველაზე დიდი დამაზიანებელი რამ, რაც შეიძლება ვაქცინაციის კამპანიისათვის ვინმეს გაეკეთებინა, ეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. აქამდე ის ამას შეფარვით აკეთებდა და ახლა პირდაპირ განაცხადა.მეორე - რაც "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებით განაცხადა, რა თქმა უნდა,  "მწვანე პასპორტს" 6 თვის დაგვიანებთ რომ გააკეთებ და არასწორი ფორმით, ის ვერ იმუშავებს. ამიტომ კი არ უნდა გაუქმებულიყო, რეალურად, უნდა დანერგილიყო, როგორიც იყო ბევრ ევროპულ ქვეყანაში.

პრემიერის ეს განცხადება ემსახურება პოლიტიკურ პოპულიზმს, რომ გადაიფაროს ის საშინელი მართვა, რაც გვაქვს, პანდემიის თვალსაზრისისთ, 7 ყველაზე ცუდად მართულ ქვეყანას შორის ვართ მსოფლიოში, როგორც გარდაცვალების მაჩვენებლით, ასევე ინფექციების ახალი შემთხვევების მაჩვენებლით", - განაცხადა ჩიხლაძემ. 

მისი თქმით, აღარ აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინა საერთოდ შემოვა ისევ ქვეყანაში.  

"საერთოდ შემოვა კიდევ ფაიზერის ვაქცინა? როგორც იცით, არსებული მარაგის ნაწილს ვადა გაუვიდა, ნაწილს მარტის ბოლოს გასდის, ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ აღარ აპირებს მთავრობა ვაქცინის შემოტანას, ან შეიძლება სიმბოლურად შემოიტანოს რაღაც"- განაცხადა ჩიხლაძემ. 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს და ამის მაგალითად საკუთარი გამოცდილება დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები