ნიკა მელია - ზუგდიდის 46 000 000-იან ბიუჯეტს "ოცნება" უკონტროლოდ ვეღარ დახარჯავს თავის ნათესავებსა და ზონდერებზე!

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ეხმაურება.

"ზუგდიდის საკრებულოს წევრებს, ჩვენს ოცდაორივე მეგობარს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო! 

ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული, ალბათ, ყველაზე უკეთაც კი - ბევრ მათგანზე რა მძიმე ზეწოლა და შანტაჟი იყო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, რომ გატეხილიყვნენ და შედეგად საკრებულო "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ დაეტოვებინათ! 

ოცნებისა და სუს-ის სტილი რაცაა კი ვიცით, ნუგზარ ფუტკარაძის მაგალითზე! 

ჩვენი სტრატეგია გაცხადებულია და სადაც ენმ-ს ხმები დამოუკიდებლად არ გვყოფნის  "ოცნების" თავმჯდომარეების დასაბლოკად, ამას გავაკეთებთ ნებისმიერი სხვა გზით. 

ბოროტების სათავე ჩვენთვის ივანიშვილის ერთპარტიული რეჟიმია! 

მეგობრებო, ნუგზარ ფუტკარაძე დღეს რატომ აღარაა ცოცხალი?! 

ბათუმშიც, "ოცნების" მოსაშორებლად ბატონი ნუგზარი მეგობრებთან ერთად მზად იყო ყველა გასულ პარტიასთან ეთანამშრომლა.

ის სწორედ ამას შეეწირა. 

ბათუმში ყველა პარტიამ ერთად დაამარცხა "ოცნება" და ამის შეეშინდათ. ამიტომ, გამხეცდნენ და არა იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოდიოდა ბათუმის ხელისუფლებაში.

ჩვენ დამოუკიდებლად არც იქ გვყოფნიდა ხმები და "ქართულ ოცნებას" "ლელოსთან" და გახარიას პარტიასთან ერთად ვართმევდით ბათუმის საკრებულოს. 

ბათუმში, 2 აპრილს ნუგზარის შვილმა უნდა გაიმარჯვოს და "ოცნებას" იქაც გამოვგლიჯოთ საჭე ხელიდან. 

რეალურად რა მოხდა დღეს? ყველამ ვიცით, რომ სუს-ისა და პოლიციის გარდა, რაიონებში ქოცების მმართველობაც და საარჩევნო გაყალბების სისტემაც ადგილობრივ ბიუჯეტებზე დგას. ადგილობრივი ბიუჯეტები ქცეულია "ოცნებისგან" დასაქმებულების საფულეებად. 

სიპები და აიპები, სამსახურები, პროგრამები - ამით მხოლოდ ოცნების აქტივი და ზონდერები, საარჩევნო სტრუქტურა და მოსყიდვა ფინანსდება. 

ზუგდიდში ეს ხელდაფარებული და ,,გაპრავებული" საფულე ოცნებამ დაკარგა. ესაა რეალობა. 

ფაქტია- ზუგდიდის 46 000 000-იან ბიუჯეტს "ოცნება" უკონტროლოდ ვეღარ დახარჯავს თავის ნათესავებსა და ზონდერებზე! 

ეს "ქართულ ოცნებას" ასუსტებს და შანსებს უმცირებს ჩვენთან შემდეგი ბრძოლისთვის. 

მთავარია, ყოველდღიურად დავასუსტოთ ივანიშვილის რეჟიმი და საბოლოოდ ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ყველა რაიონში და მთელს საქართველოშიც! 

ამ გზაზე ზუგდიდის გამარჯვება განსაკუთრებით მიხარია!“, - წერს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები