რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციამ დაკარგა სანდოობა დასავლეთში

ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ოპოზიციის გეგმებსა  და დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაზე Front News-ს  პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

- წარუმატებელი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში გააქტიურება არის ოპოზიციის გეგმა ბ,  თუ მარცხის აღიარება? 

- სიტყვაა აღიარება არ უყვარს ოპოზიციას, 2020 წლის შემდეგ მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი მარცხით დასრულდა, ბოიკოტი ქონდათ, მაგრამ მოუწიათ შესვლა პარლამენტში, მერე ისევ ბოიკოტი, მერე ისევ შევიდნენ, ანუ, ყველა შეთხვევაში მოუწიათ იმის საწინააღმდეგოს გაკეთება, რასაც მანამდე ამბობდნენ.  არ აქვთ არანაირი გეგმა. 

- შეიძლება გონივრულიც იყოს, როდესაც ერთ მიმართულებას შედეგი არ მოაქვს, სხვა გზაზე გადახვიდე, ასე არაა?

- კი, ბატონო, მე, უბრალოდ,  არ მრჩება შთაბეჭდილება,  რომ მათ რაიმე გეგმა ქონდეთ. სტრატეგიული  მონახაზი მაინც. 2012 წლიდან არ გაუმარჯვნია ამ ჯგუფს.  „რა უნდა ვქნათ საიმისოდ, რომ გავიმარჯვოთ?“ - ეს კითხვა,  მე მგონი, არ ისმის. ვისაც  უნდა კითხოთ, გეტყვით, რომ ვერ გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმიტომ რომ იყო აგრესიული,  ისეთივე აგრესიული, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს.  აგრესიული ხელისუფლება ხალხს არ უნდა, რადგან მერე ამ ხალხისთვის სახიფათო ხდება. არ უნდა ამას დიდი დაფიქრება, თუ გამარჯვება გინდა,  მოიხსენი ეს აგრესიულობა, მაგრამ არ უნდათ. 

- ანუ თქვენ ფიქრიბთ,  რომ ეს ძიების პროცესი არ ჩანს?

- შეიძლება იყოს ძიების გამოხატულება, მაგრამ ამდენი ძიება რად უნდოდა პარლამენტში შესვლას? თქვენ კითხვებს მაძლევთ, თუ რა გონივრული გეგმა უნდა ამოვიკითხოთ ოპოზიციის ქმედებებში.  და თუ არ აქვთ გონივრული გეგმა,  რა უნდა ამოვიკითხოთ?

- ამ ფონზე უფრო თავდაჯერებული გახდა მმართველი ძალა, ეს ხომ არ უკავშირდება ოპოზიციის შესუსტებას? 

- სულ საყვედურობენ ქართულ პოლიტიკას ორპოლუსიანობას, ერთი მხარე თუ დასუსტდა, ბუნებრივია,  გახდება მეორე მხარე უფრო თავდაჯერებული. ოპოზიციამ დაკარგა ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ჰქონდა ადრე,  ეს იყო დასავლეთის პოლიტიკოსების მხარდაჭერა. ნახეთ, რომ უკვე დიდი ხანია, დასავლეთიდან არ ყოფილა არცერთი კრიტიკული განცხადება. თუ არ ჩავთვლით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის რეპლიკას, რომ არადემოკრატიულობისკენ იხრება რელისუფლება, ისიც  კითხვარის შედეგების მიხედვით მსჯელობს. ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შეფასებები, არა კითხვარებით და გამოკვლევებით, არამედ მიმდინარე პროცესებზე ჰქონდათ რეაქცია და აკრიტიკებდენენ „ქართულ ოცნებას“. ახლა ვხედავთ, რომ სააკაშვილი სატუსაღშია, სხვა  ისეთი ფაქტებიც ხდება,  რაზეც ადრე ქონდათ რეაქცია, მაგრამ დღეს  რეაქცია პრაქტიკულად არ აქვთ. 

- რით ახსნით ამას, იმით, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნია საქართველოზე?  ან უკრაინის კრიზისის გამო ხომ არ გადაფარა საქართველოს თემა?

- უკრაინის კრიზისმა საქართველოს თემა  პირიქით კიდევ უფრო გააქტიურა, ის მოსაზრება რომ უკრაინის კრიზისმა ჩრდილში მოგვაქცია, არ არის სწორი.  იქნებ ის ვარიანტია, რომ გული აუცრუვდათ ოპოზიციაზე. ამ ვერსის რატომ არ განვიხილავთ? მე მგონი,  ეს ვერსიაა, ოპოზიციამ დაკარგა სანდოობა დასავლეთში. იმიტომ რომ ხშირად ოპოზიციის მოქმედება წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. 

- რა გაქვთ მხედველობაში?

- მიშელის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს როდესაც მათ არ უნდოდათ პარლამენტში შესვლა, უთხრეს, რომ თქვენ რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს. სააკაშვილი რომ საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას, უთხრეს, არ ჩახვიდე, დესტაბილიზაციას გამოიწვევო და როგორ მოიქცა?  ჩაჯდა არაჟნის ყუთში და ჩამოვიდა. ამის შემდეგ რატომ გიკვირთ დასავლეთის პოლიტიკოსებისგან,  რომ მათ აღარ უნდათ ამ ოპოზიციაზე გულშემატკივრობა?

- ხელისუფლების ქვემდებებსა და განცხადებებზე რას იტყვით, ესეც ხომ არ გახდა დასავლეთის გულისაცრუების მიზეზი?

- რომც იყოს იმედგაცრუება,  რა მერე? დღესაც მოსახლეობაში რომ იყოს ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება, რა უნდა ქნან? ნაციონალები უნდა მოიყვანონ?

- მე გიპასუხოთ? - არჩევნები არსებობს ამისთვის.

- არჩევნები არსებობს, როცა ასარჩევია, პარტიები გაქვთ საიმისო, რომ ასარჩევი იყოს?

- მოსახლეობის პროტესტის ერთგვარი ფორმაცაა ის,  რომ ქვეყანას ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან. ესეც ხომ არაა მიზეზი, რომ  ვერ ჩამოყალიბდა ის ძალა,  რომელიც ცვლილებების მამოძრავებელი იქნებოდა, ასე არ ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, მიგრაცია  უკმაყოფილების შედეგია, - ამ ქვეყანაში არ მინდა, სხვა ქვეყანაში მივდივარ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან ბევრგან არის ასეთი დამოკიდებულება. მაგრამ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიგრაცია არ ხდება, გავიდა ეს პერიოდი. მე საბჭოთა წყობისგან გაწამებული ადამიანი ვარ,  ამიტომ კარგად ვიცი რა არის ეს. პოლიტიკური მოტივით უცხოეთში მოდიოდა ადამიანი, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას უპირისპირდებოდა.  ხშირი იყო,  როდესაც ადამიანი თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებდა... ახლა ასე არაა. ...

- ემიგრაციაში წასული ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს...

- რა გინდათ  ვთქვა,  რომ საშინელი წყობაა? ვიტყვი,  კი ბატონო, მაგრამ არ ვთვლი,  რომ პოლიტიკური დევნაა დღეს საქართველოში.  უსამართლობა არის, მოუწესრიგებლობა არის, ეკონომიკური სიდუხჭირე არის, მაგრამ პოლიტიკური დევნის ქვეშ სხვა რამე იგულისხმება.   

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები