ლუბლიანას ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა ორივე მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა. 

არსებული ინფორმაციით, მოწყდა გარე ლიფტი, რომლითაც მაღალ სართულებზე სამშენებლო მასალები ააქვთ და ჩამოვარდა. 

კორპუსის მშენებლობა ჯერჯერობით დასრულებული არ არის.

სამუშაოებს შპს "მწვანე დიღომი" აწარმოებს, რომელიც აცხადებს, რომ დაშავებული მუშები მათი თანამშრომლები არ იყვნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ არკვევენ რა მოხდა, რადგან მათი ნებართვის გარეშე ლიფტით ვერავინ ისარგებლებდა. 

მსგავსი სიახლეები