გია თევდორაძე - ოპერატორმა თანხა უკან დამიბრუნა და მითხრა - თქვენ ხართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და ვერ მოგემსახურებით

ქუთაისის ყოფილ მერს და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ დეპუტატს, რომელიც ამჟამად "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს წარმოადგენს, პოლიტიკური აქტიურობის მოტივით  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არ მოემსახურნენ. 

როგორც გია თევდორაძე აცხადებს, მას ვალუტის შეცვლა სურდა, რაზეც  უარი განუცხადეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  თქმით,  პროგრამა ბიძინა ივანიშვილის პირადი „შავი სიაა" და ის ამ ფორმით სჯის,  ყველას ვინც მისთვის მიუღებელია.

"მას შემდეგ რაც შეიყვანეს ჩემი პირადი მონაცემები, ოპერატორმა  თანხა  უკან დამიბრუნა და მითხრა, პროგრამამ უარი მითხრა თქვენზე, თქვენ ხართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და თქვენ ვერ მოგემსახურებით. ორგანიზაციაში დამიდასტურეს, რომ ისინი არ ემსახურებიან პოლიტიკურად აქტიურ პირებს, რადგან ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მითითებით "შავი სია" შექმნეს და ასე სჯიან მათთვის  მიუღებელ პირებს", - განაცხადა გია თევდორაძემ

"ევროკრედიტში“ აცხადებენ, რომ პროგრამა კარგა ხანია, მუშაობს და ის  სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის მითითებით მოქმედებს.

უახლესი ამბები