აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან.

რეზოლუცია მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის მთავრობას ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოაყენებინოს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაწესებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს წარმოჩენილი როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნის ავტორიზაცია.

სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას შეუძლია, თავად დააწესოს სანქციები, კონგრესის ქმედებებისგან დამოუკიდებლად.

"კითხვა მდგომარეობს არა იმაში, ვუპასუხებთ თუ არა პუტინს, არამედ – როგორ ვუპასუხებთ მას“ , – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

მსგავსი სიახლეები