საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელობასთან, სადაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს.

საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების გარემო. დელეგაციის წევრებმა ჩეხ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე, ასევე, გაუზიარეს ხედვები ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

„ჩეხ კოლეგებს გავუზიარეთ ხედვები  საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ და ჩვენი გეგმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ჩეხური მხარის განცხადებით, ისინი ღიად და მკაფიოდ დააფიქსირებენ როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატო-ში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების გააქტიურების და საპარლამენტო ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, ჩეხეთის  ახლადარჩეულ პარლამენტში მალე შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.

ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს, სენატის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის მაისში  ეწვევა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები