გიორგი ღიბრაძე - მსუბუქდება საზღვრის კვეთის, კვების ობიექტებთან და სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციები, უქმდება საკარანტინე სივრცეები

გაგაცნობთ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი რაგბიში საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დასაშვები იქნება მაყურებელთა 50% აღნიშნულ ღონისძიებაზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

"საერთოდ, საბჭომ იმსჯელა არსებული რეგულაციების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე და გადაწყვეტილება არის შემდეგი:

პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს იმ შემთხვევაშიც შემოსვლას, თუ მას ექნება PCR ტესტი. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ერთი არის ვაქცინაცია, მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები, უპირველეს ყოვლისა და თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი ეხსნება ასევე მე-3 დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება.

შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთხსენებული 67 ქვეყნიდანთუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიცემოდა, ეს არის ე.წ. ბიზნესაპლიკაცია, ეს არის „იმუშავე საქართველოდან“ და არის სტუდენტური აპლიკაცია, ასევე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. მისივე განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო კვების ობიექტებსა და სოციალურ ღონისძიებებს.

"რაც შეეხება კვების ობიექტებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, მოგეხსენებათ, აქამდე იყო 6 და ღია სივრცეში ეს გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული ათის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იმავე ლოგიკით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში 10 ადამიანი და ღიაში 15 ადამიანი მაგიდასთან, შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორებიცაა - წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორც მან განაცხადა, პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები.

"უქმდება ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.   

ასევე უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება და უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება, სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს.

უკვე გაჟღერდა, რომ ოთხი მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება. 

15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მოიხსნება  70 ადამიანზე არსებული შეზღუდვა.

ცხადია, საბჭო კვლავ განაგრძობს მუშაობას და პირველი მარტიდან შესაძლოა, ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და გაფართოვდეს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. აქვე მოგახსენებთ, რომ საბჭო დღეიდან გადადის 2-კვირიანი მუშაობის რეჟიმზე. თქვენ იცით, რომ ყოველ კვირას იკრიბებოდა საბჭო, დღეიდან უკვე 2-კვირაში ერთხელ გაიმართება სხდომა“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. 

მსგავსი სიახლეები