დავით ქაცარავა - პუტინის მუქარა აქამდეც ხორციელდებოდა 2008 წლის ომის მებრძოლებზე

პუტინის მუქარა,  რომ ყველას დასჯის, ვისაც მათ წინააღმდეგ უბრძოლია, აქამდეც ხორციელდებოდა 2008 წლის ომის მებრძოლებზე, - ამის შესახებ  Front News-ს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განუცხადა. 

მისი თქმით,  რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მებრძოლის მამუკა ჩხიკვაძეს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს იმართება,  რეჟიმი გრძელვადიან სასჯელს უმზადებს. 

"რუსეთისა და მისი პრეზიდენტის რიტორიკა ძალიან აგრესიულია, ვნახეთ, რომ პუტინი ყველას ემუქრება, ვისაც კი მის წინააღმდეგ უომია, რომ მათ ყველას პასუხს აგებინებს. ეს მუქარა ვრცელდება და აქამდეც ხორციელდებოდა ჩვენს მეომრებზე, ვინც 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბუნებრივია, ესენი არიან ჯარისკაცები და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. ჩვენ არც აქამდე გვქონდა მოლოდინი, რომ მამუკა ჩხიკვაძეს ლმობიერად მოეპყრობოდნენ, მით უფრო, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცების მომენტში ის სასტიკად სცემეს ოკუპანტებმა.  ის, რომ მას "აღმოუჩინეს" ნივთიერება მარიხუანა, 4-5 გრამის ოდენობით, ადამიანს, რომელიც სიგარეტსაც არ ეწევა და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, პირდაპირი ნიშანია იმის, რომ მამუკა ჩხიკვაძეს უმზადებენ გრძელვადიან სასჯელს და ეს სასჯელი რუსეთის კანონმდებლობით განისაზღვრება ალბათ, მინიმუმ სამ წლამდე თუ სხვა ბრალდება არ დაუმატეს. გენადი ბესტაევს, რომელიც  დაკავებიდან 2 წლის თავზე სიკვდილის პირას მიიყვანეს და მომაკვდავი დაუბრუნეს საქართველოს ხელისუფლებას, მასაც იგივე ბრალდება წაუყენეს, იგივე ბრალდებები აქვთ დაკავებულ კანიაშვილს და ნათაძეს, რომელთა სასამართლო პროცესები გუშინ უნდა გამართულიყო", -  განაცხადა დავით ქაცარავამ. 

მისივე თქმით, ხელისუფლებისა და საზოგადოების აქტიურობა უნდა გაძლიერდეს, რადგან გვაქვს პრეცედენტები, როდესაც ამან შედეგი გამოიღო. 

"სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ჩხიკვაძისა და სხვა გატაცებულებთან მიმართებით არის ძალიან სუსტი, საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს მეტად, მით უფრო, რომ გვაქვს პოზიტიური გამოცდილება ჩვენი მოქალაქეების დახსნის - ვაჟა გაფრინდაშვილის, მაია ოთინაშვილს, ზაზა გახელაძეს, მათაც ასევე გრძელვადიანი სასჯელები ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ საზოგადოების აქტიურობის შედეგად მოხერხდა ჩვენი მოქალაქეების დახსნა. საზოგადოების აქტიურობამ აიძულა ხელისუფლება გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ბერკეტები,  რასაც ვერ ვხედავთ ჩვენი 7 გატაცებული მოქალაქის შემთვევაში, ერთ-ერთი არის ირაკლი ბებუა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია სოხუმის ციხეშია", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები