კან ტანია - ეს "მშვიდობიანი" ინიციატივა მთლიანად მოწყვეტილია რეალობას

თბილისი: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია Front News-ს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზების და ჟენევის დისკუსიებზე მთავარი მოთხოვნების შესახებ ესაუბრა.

- ჟენევის დისკუსიების მორიგი 43-ე რაუნდი, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. რა არის აფხაზური მხარის მთავარი მოთხოვნა?

- კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაა, ჩვენ ჯერჯერობით ცოტა საელჩო და წარმომადგენლობა გვაქვს საზღვარგარეთ, ამ თვალსაზრისით ჟენევის ფორმატი ჩვენ გვაქვს პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობას ისეთ მნიშვნელოვან აქტორებთან, როგორიცაა ევროკავშირი, გაეორ, ეუთო, რუსეთი და აშშ.

აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციის მთავარი მიზანი აფხაზეთთან მიმართებაში ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაა.

- როგორია აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას პირდაპირ დიალოგის მიმართ? მზად ხართ თუ არა ამ ტიპის დიალოგისთვის და თუ კი, როგორ ფორმატშია შესაძლებელი კომუნიკაცია?

- ჩვენ გვსურს, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვეოდეს, მითუმეტეს, თუ მსგავს განცხადებას მაღალჩინოსანი აკეთებს. ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არანაირი კონკრეტული წინადადება არ არსებობს. მხოლოდ პოპულისტური განცხადებები იმის შესახებ, რომ ურთიერთობის დამყარება აუცილებელია. ეს ჩვენ უკვე არაერთხელ გავიარეთ: ერთის მხრივ - საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს ურთიერთობის დამყარებას, მეორე მხრივ - ქართველი დიპლომატების ინიციატივით 1992-1993 წლებში აფხაზეთის სამამულო ომის დროს დაღუპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის დემონტაჟი; საერთაშორისო ფესტივალებზე ბავშვთა საცეკვაო ანსამბლების მონაწილეობაში ხელის შეშლა; საერთაშორისო ტურინებში მონაწილე ჩვენი სპორტსმენებისთვის ვიზებზე უარის თქმაში ხელშეწყობა; საქართველოს ხელისუფლების ბოლო ძალისხმევა აფხაზეთის საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირება მოახდინოს - წარუმატებელი მცდელობა დაეთანხმებინათ უცხოელი რეჟისორები და კინოს მოღვაწეები არ ჩამოსულიყვნენ ჩვენთან, სადაც ისინი სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყვნენ მოწვეული. რამდენიმე სტუმარი პროვოკაციას წამოეგო, თუმცა მოწვეულთა უმრავლესობა კინოფესტივალში სიამოვნებით მონაწილეობს.

აფხაზეთის რესპუბლიკა დიალოგისთვის მზადაა მშვიდობის და სტაბილურობის სახელით როგორც აფხაზეთში, ასევე რეგიონში. ამიტომ აფხაზური დელეგაცია, ქართული მხარის მიერ მშვიდობიან შეთანხმებაზე უარის თქმით მიუხედავად,ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს.

რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს ქართველებთან - მივიჩნევთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროა, უკვე მიიღოს და აღიაროს შექმნილი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ამის შემდეგ მად ვიქნებოდით სახელმწიფოთაშორის დიალოგისთვის.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივას –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“?

- ეს "მშვიდობიანი" ინიციატივა მთლიანად მოწყვეტილია რეალობას. მთავარი ძალის გამოუყენებლობის და ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაა, რომელსაც ქართული დელეგაცია ხელს არ აწერს.

- აფხაზურმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის წინააღმდეგ. საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია. მზად არის აფხაზეთის ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს?

- ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ საქმე ნამდვილად შეწყდა 2017 წლის 21 აპრილს, რადგან გამოძიებისთვის აუცილებელი მასალები არ არსებობდა, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთისთვის უნდა გადმოეცა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის მასალები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა წარმოდგენილი იყო ხელმოწერის, ბეჭდის, დაკითხული პირებისა და გამომძიებლების მონაცემების გარეშე. მსგავსი მაკულატურა სასამართლოში წარსადგენად დოკუმენტად არ გამოდგება. ქართული მხარე ამ თემის ძალიან პოლიტიზირებას ახდენს, მაშინ, როდესაც აფხაზურ მხარეში არსებობს სრული მზადყოფნა გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, საგამოძიებო მასალების გადმოცემის შემთხვევაში. 

რაც შეეხება ამ საქმის ევროპული სასამართლოსთვის გადაცემას, მივიჩნევთ, რომ სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოსატანად მიზანშეწონილი იქნებოდა აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს სხდომებზე აფხაზეთის რესპუბლიკის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება.

ეს და კიდევ ბევრი მომენტი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალირების აღიარების დროა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონკრეტული შედეგის მიღწევის მცდელობა, მარცხისთვისაა განწირული.

- იმ ფონზე, რომ აფხაზეთი ფართო საერთაშორისო აღიარების მოპოვებას იმედოვნებს, რატომ არ იცავთ ისეთი საერთაშორისო სტრუქტურების წესებს, როგორიცაა ინტერპოლი? ცნობილია, რომ რაშიდ კანჯი-ოღლუ წითელი ცირკულარით იძებნება.

- იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთი არ არის იმ საერთაშორისო შეთანხმებების მხარე, რომელიც არეგულირებს წითელი ცირკულარით ძებნილი პირების გადაცემას, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის იურიდიული ძალა მხოლოდ ჩვენს კანონმდებლობას აქვს.აფხაზეთის კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება აფხაზეთის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მისი გაძევება ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა.

- სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ თემას, რომ თითქოს ფაროსანა სპეციალურად არის საქართველოდან შეტანილი, როგორც "ბილოგიური იარაღი". როგორ რეაგირებს თქვენი ხელმძღვანელობა ამ პრობლემაზე? 

- ფაროსანას შემოჭრა რეგიონალურ პრობლემად იქცა და მავნელებთან ბრძოლისთვის აუცილებელია ყველა დაზარალებულის თანამშრომლობა, მისი წარმომავლობის საკითხი კი აფხაზეთის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ცალკე შესწავლის საგანია.

ესაუბრა: დიმიტრი ახალაია