"ბანკისაგან აქციონერების გამოყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია"

თბილისი: ივანიშვილის პირადი ინტერესების გამო, პროკურატურამ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება დაიწყო. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის 27 წლიანი ბიზნეს-ისტორიის დანგრევა და თიბისის ხელში ჩაგდება - ეს ის მიზეზებია, რომლის გამოც ოლიგარქმა ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტს „ცეცხლი გაუხსნა“.

დღეს კი, პრემიერმა ბახტაძემ ერთმანეთისაგან გამიჯნა თიბისის აქციონერები და თიბისი ბანკი. მისი განცხადებით, დაწყებული გამოძიება უკავშირდება არა ბანკს, არამედ აქციონერებს. 

არადა, სწორედ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შექმნეს წარმატების 27 წლიანი ზღაპარი ჯერ კიდევ ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან. მაშინ, როდესაც საქართველოში, არათუ ბიზნესი, მშვიდად ცხოვრებაც კი წარმოუდგენელი იყო.

ბახტაძის დღევანდელ განცხადებასა და ბანკის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას, „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში ექსპერტი გიორგი კეპულაძე აფასებს. მისი აზრით, დაწყებულმა პროცესმა შესაძლოა მთელი საფინანსო სისტემა დააზიანოს.

presa.ge: თიბისი ბანკთან, ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესთან დაწყებული დავა, ვის ინტერესებშია? პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვედავებით არა თიბისი ბანკს, არამედ მამუკა ხაზარაძესო. რას ნიშნავს პრემიერის ეს განცხადება, ხომ არ ელით იგივე ბედი სხვა ბაკებსაც? 

გიორგი კეპულაძე: ბანკის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი აზრით, არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. თიბისი ბანკი არის სისტემური, დიდი ბანკი, შესაბამისად, მის წინაღმრდეგ დაწყებული პროცესი შესაძლებელია ძალიან ცუდად მოუბრუნდეს მთელ ქვეყანას. 

მეტიც, შესაძლოა, თიბისი ბანკისათვის პრობლემის შექმნამ, მთელ ფინანსურ სტაბილურობას შეუქმანას საფრთხე. 

- რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბანკის წინააღმდეგ დაწყებულმა პოლიტიკურად მოტივირებულმა გამოძიებამ თიბისის? 

- არ არის გამორიცხული, რომ თიბისი ბანკს, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას გამოძიების დაწყების გამო. შესაძლოა, მან ვეღარ შეძლოს რომ წარმატებით გააგრძელოს თავისი საქმიანობა და ჰყავდეს ისევ მეანაბრეები, მსესხებლები, ძლიერი აქციონერები და ა.შ. 

მსგავსი შეტევები კომერციულ ბანკზე, არის ძლიან ცუდი. როდესაც ბანკი არის დიდი და სისტემური, შესაძლებელია, რომ მისთვის შექმნილმა პრობლემამ წარმოქმნას დამატებითი პრობლემები მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის.

თუმცა, ვიმედოვნებ რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება და ეს გამოძიება თიბისი ბანკს ვერ შეუქმნის ისეთ პრობლემებს, რომ ამ პროცესმა ქვეყნის ეკონომიკა დააზარალოს. 

- პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა რომ გამოძიება უკავშირდება არა ბანკს, არამედ, მის აქციონერებსო. ბახტაძემ, ფაქტობრივად, მამუკა ხაზარაძე და თიბისი ბანკი ერთმანეთისაგან გამოყო... 

- მგონია, რომ აქ საუბარი არ გვაქვს რიგით აქციონერებზე. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარაძეზე ერთობლივად ფლობენ თიბისი ბანკის აქციების 21%-ს. 

მამუკა ხაზარაძე ყველაზე მეტ აქციას ფლობს თიბისი ბანკში. ის,  დაახლოებით აქციების 14%-ს ფლობს. 

ამავე დროს, რაზეც გამოიძება არის დაწყებული, ისიც საბანკო საქმიანობას უკავშირდება, შესაბამისად, ბანკისაგან აქციონერების გამოყოფა არის წარმოუდგენელი, რადგან ისინი პირდაპირ არიან დაკავშირებულნი თიბისისთან. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და არიან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება უკავშირდება თიბისი ბანკს და ამ საკითხის ერთმანეთისაგან გამოყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია.

უახლესი ამბები