სამტრედიაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდამჭერი აქციები საქართველოს ქალაქებში გრძელდება. ამჯერად აქტიური მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამტრედიის ცენტრში შეიკრიბნენ და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთმა ომის წამოიწყო კაცობრიობის წინააღდეგ, ესაა პროგრესის და განვითარების წინააღმდეგ ბრძოლა და უნებურად ყველანი ჩათრეული ვართ ამ ომში. 

მათი თქმით, უკრაინისათვის ბრძოლა დღეს საქართველოსათვის ბრძოლასაც ნიშნავს. 

"უკრაინისთვის ბრძოლა ეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ბრძოლა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დარწმუნებული ვართ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ ემზარ შუბლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები